ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა საფაკულტეტო სტუდენტური კონფერენციის II ეტაპი, სადაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I ეტაპზე გამარჯვებულმა 12 სტუდენტმა. სტუდენტებმა სხვადასხვა თემატიკაზე წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო მოხსენებები. კონფერენციაში გამარჯვებულ 3 სტუდენტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიერ გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
I ადგილი - ივანე კიშკო, III კურსი
თემა: „საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები გლობალიზაციის პირობებში“
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი რამაზ ფუტკარაძე
II ადგილი - ბექა ბაიაშვილი, IV კურსი
თემა: „წრიული ეკონომიკის ბიზნესმოდელების დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში“
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე
III ადგილი - ანა აბესაძე, II კურსი
თემა: ,,შიდა ტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში COVID-19 პანდემიის ფონზე“
ხელმძღვანელი - პროფესორი სიმონ გელაშვილი